weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩეჩნეთში მომღერალი ზელიმხან ბაკაევი დაიკარგა

00:14 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და ზელიმხან ბაკაევი ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და ზელიმხან ბაკაევი

8 აგვისტოს, ჩეჩნეთში 25 წლის ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი დაიკარგა. "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის ინფორმაციით, ბაკაევი გროზნოში დის ქორწილისთვის გაემგზავრა და მოსკოვში 9 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ქორწილის შემდეგ, გროზნოს ცენტრში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, მომღერლის გატაცება რუსეთის დუმის ჩეჩენი დეპუტატის ადამ დელიმხანოვის სახელს უკავშირდება.

ინსტაგრამზე ზელიმხან ბაკაევის ფოტო 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, თუმცა მისი მეგობარი "რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ ბაკაევის ნამდვილი "ექაუნთი" მისი გაუჩინარებისთანავე დაიხურა, გამოქვეყნებული ფოტო კი გროზნოში ერთი წლის წინ არის გადაღებული.

"რადიო თავისუფლება" ზელიმხან ბაკაევის ოჯახს ვერ დაუკავშირდა, თუმცა წყაროსგან მოიპოვა ინფორმაცია, რომ დაკარგვიდან რამდენიმე დღეში ოჯახის წევრებმა WhatsApp-ში შეტყობინება მიიღეს, სადაც ბაკაევი წერდა, რომ მოსკოვშია და საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავს. ზელიმხანის მეგობრების ინფორმაციით, ის სხვა ქვეყანაში გამგზავრებას არ აპირებდა და WhatsApp-ს ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნად იშვიათად იყენებდა.

ზელიმხან ბაკაევი ჩეჩნურად მღერის და კონცერტებს დაღესტანში, ინგუშეთსა და მოსკოვში მართავს. მოსკოვში მას სურდა მონაწილეობა მიეღო ცნობილ მუსიკალურ პროექტში "ვარსკვლავების ფაბრიკა" და საკონკურსო განაცხადიც შევსებული ჰქონდა.

"უნდოდა ემღერა და ცნობილი გამხდარიყო. მონაწილეობდა კონკურსებში, ვოკალში მეცადინეობდა და დედის დასახმარებლად მუშაობდა", - უთხრა "რადიო თავისუფლებას" ბაკაევის მეგობარმა.

მისივე თქმით, ზელიმხან ბაკაევს ჩეჩნეთში გამოსვლა აუკრძალეს, რადგან მისი მუსიკა განსხვავდება იმისგან, რისიც ჩეჩნეთში ესმით.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაკაევის დაკარგვის თაობაზე მათთვის განცხადებით არავის მიუმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]