weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2021

ჰერეთში აღმოჩენაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

14:38 სამშაბათი, 09 მარტი 2021 hits 477

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაქათალის რაიონში, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე საგანძურის აღმოჩენასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც „რეგინფოს“ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ განუცხადა, ამ საკითხზე არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიუმართავთ.

„ოფიციალური მომართვა დიპლომატიური ხაზით ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან არ გვაქვს. მეც მხოლოდ ის ვიცი, რაც ქართულ წყაროებში გამოქვეყნდა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება და საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგვმართავს, რომ ჩვენი არქეოლოგები ჩართონ ობიექტის შესწავლის პროცესში, აუცილებლად ჩაერთვებიან“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

„რეგინფო“ საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონის სოფელ ფალდარლოში „უზარმაზარი აღმოჩენაა“. Facebook-ის მომხმარებელი ვასილ პაპიაშვილი საჯარო ჯგუფში „ჰერეთის სახლი“ წერს, რომ რამდენიმე დღის წინ სოფელ ფალდარლოში გლეხი მინდორს ხნავდა, რა დროსაც მიწა ჩაინგრა, ხოლო მას შემდეგ რაც მიწა ამოთხარეს, საგანძური აღმოაჩინეს.

„როგორც ზაქათალის დახურულ ჯგუფში ვარაუდობენ, აღმოჩენილია თამარ მეფის საგანძური: ფაეტონი, უამრავი ოქრო (საუბარია დაახლოებით 12 ტონა ოქროსა და თამარის სამკაულებზე) და მიცვალებულთა გვამები. მაშინვე ჯარი შემოავლეს და ამ დრომდე აზერბაიჯანელი არქეოლოგები თხრიან იქაურობას. ტერიტორიას სამხერო ნაწილი იცავს და არავის უშვებს პერიმეტრზე. ჰერელებო გილოცავთ. ჩვენი კუთხის ისტორიაში ერთ-ერთი უზარმაზარი აღმოჩენაა“, – წერს ვასილ პაპიაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]