weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2021

სომხეთის პრემიერმა გენშტაბის ხელმძღვანელი გაათავისუფლა

12:54 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021 hits 203

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე, 25 და 28 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტს ორჯერ მიმართა გასპარიანის გათავისუფლების თაობაზე. ბრძანების პროექტს პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ორჯერვე არ მოაწერა ხელი იმ საბაბით, რომ ბრძანება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში იყო. ამასთან, პრეზიდენტს ბრძანების პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში არ გაუსაჩივრებია, რის შედეგადაც, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ის ავტომატურად შევიდა ძალაში.

დღეს, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და „სამხედრო სამსახურისა და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის კონსტიტუციურობის დადგენა მოითხოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ონიკ გასპარიანმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გენშტაბის განცხადებას. ფაშინიანმა სამხედროების მოქმედება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. ამასთან დაკავშირებით, ორი კვირაა, ერევანში ფაშინიანის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები იმართება.

სომხეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატურიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხაჩატურიანმა რუსული სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერის“ თაობაზე ნიკოლ ფაშინიანის განცხადება გააკრიტიკა და არასერიოზული უწოდა.

23 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებაში არსებული „ისკანდერის“ რაკეტები 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის კონფლიქტის დროს არ აფეთქდა ან აფეთქდა მხოლოდ 10%-ით. 25 თებერვალს ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა, რის შემდეგაც  სომხეთის პრემიერი „მივიდა დასკვნამდე“, რომ „ისკანდერების“ შესახებ არასწორი ინფორმაცია ჰქონდა მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]