weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აზერბაიჯანმა სომხეთს დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ 15 ტყვე გადასცა

10:01 ორშაბათი, 14 ივნისი 2021

აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს მთავრობის შუამავლობით, შეთანმხებას მიაღწიეს: აზერბაიჯანმა 15 ტყვე გაათავისუფლა, ხოლო სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი რაიონის გარშემო დანაღმული მინდვრების რუკები გადასცა.

ამ გაცვლის შესახებ შაბათს, 12 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადეს.

„2021 წლის 12 ივნისს, სომხეთის მიერ დანაღმული მინდვრების რუკის მიწოდების საპასუხოდ, სადაც მითითებულია 97 ათასი ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის ადგილმდებარეობა აღდამის რაიონში, სომხეთის წარმომადგენლებს, საქართველოს წარმომადგენლების თანდასწრებით, გადაეცათ 15 დაკავებული სომეხი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტრომ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შუამავლობისთვის.

„განსაკუთრებით ვუსვამთ ხაზს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ეუთოში შვედეთის წარმომადგენლობის როლს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა სომხეთის მთავრობამაც.

„აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამემამულის დაბრუნება სომხეთის მთავრობისთვის პრიორიტეტია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სომხური მხარის ვალდებულებას, გააგრძელოს ჰუმანიტარული პროცესი და გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერით“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ პაშინიანის პრესმდივანმა.

ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, გათავისუფლებული ტყვეებს შორის 6 სამხედრო მოსამსახურეა, რომელთაგან 4 ტყვედ ჩავარდა საზღვარზე ბოლოდროინდელი ინციდენტების დროს. გათავისუფლებულებს შორის არიან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას და კონფლიქტის დასრულების შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლებიც.

უცნობია, რადენი ადამიანი რჩება აზერბაიჯანში ტყვეობაში. ამის შესახებ ინფორმაციას არცერთი მხარე არ ავრცელებს.

 

ამ თემაზე:

ფაშინიანი ალიევს ტყვეების სანაცვლოდ შვილს სთავაზობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]