weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

დაღესტანში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

11:28 სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 hits 3167

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაღესტანში სამართალდამცავებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. 28 აგვისტოს დანებით შეიარაღებული ორი უცნობი ადამიანი სამართალდამცავებს თავს ბენზინგასამართ სადგურზე დაესხა. მათ ერთი პოლიციელი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.

პოლიციის მესამე თანამშრომელმა თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მათი ვინაობა უცნობია, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

„კავკაზ.რეალიი“ წერდა, რომ გუშინვე დანაშაულის ადგილზე ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა იპოვეს. SITE Intelligence Group-ის ცნობით, მოგვიანებით ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედია „ამაქმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოა“.

რამდენიმე დღის წინ დანით თავდასხმა მოხდა რუსეთის ქალაქ სურგუტში, რომელზეც პასუხისმგებლობა ასევე ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 23 წლის ახალგაზრდამ დანით შვიდი ადამიანი დაჭრა. მომხდარიდან მალევე ის სამართალდამცავებმა მოკლეს. რუსეთის საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]