weather cur horoscope tv
სექტემბერი 18, 2021

აზერბაიჯანიდან გამოქცეული ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

12:00 პარასკევი, 30 ივლისი 2021 hits 2131

აზერბაიჯანიდან ორი თვის წინ გამოქცეული ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ გუშინ Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაკიხანოვი იმ მაღალსართულიანი შენობიდან გადმოაგდეს, სადაც ცხოვრობდა. მუხთარლის თქმით, პოლიციამ დაადასტურა, რომ ჰუსეინი სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, რომ 14 ივლისს ბაკიხანოვი სასტუმრო „სტამბაში“ გასაუბრებაზე იყო მისული, იმავე დღეს ახალგაზრდა მამაკაცი სასტუმროს სახურავზე ავიდა და სავარაუდოდ, გადმოხტა.

ხუსეინ ბანიკანოვმა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, 12 ივლისს, YouTube-ზე ატვირთა სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაღებული ვიდეო სათაურით „აზერბაიჯანის მთავრობის შეთქმულება, შურისძიება თუ შემთხვევითობა“. ბაკიხანოვი ვიდეოში ჰყვება, რომ თბილისის ცენტრში თავს დაესხა ოთხი-ხუთი აზერბაიჯანელი, რომლებიც ორი-სამი დღით ადრე გაიცნო. ბაკიხანოვის თქმით, მან თავად გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. მას არ სჯეროდა, რომ თავდასხმა შემთხვევითობა იყო.

როგორც ჰუსეინ ბაკიხანოვი ვიდეოში ამბობს, ის აზერბაიჯანიდან გამოიქცა და რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი საქართველოში ლტოლვილის ID ბარათის მიღებამდე.

აფგან მუხთარლის ინფორმაციით, ჰუსეინ ბაკიხანოვს აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა. ის 2021 წლის 7 მაისს, საპროტესტო აქციის დროს დააკავეს და 15 დღით პატიმრობა შეუფარდეს. მუხთარლის ცნობით, გათავისუფლების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აწამეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

„თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას აზერბაიჯანულ მედიასა და საკუთარ არხზე“, – აცხადებს აფგან მუხთარლი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]