weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

აზერბაიჯანში არავაქცინირებული პედაგოგები სკოლაში არ დაიშვებიან

13:41 პარასკევი, 10 სექტემბერი 2021

აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს განცხადებით, ახალ სასწავლო წელს, სწავლის ტრადიციულ გარემოში დაწყების მთავარი პირობა განათლების სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაციაა.

ამ დროისთვის, აზერბაიჯანში, კორონავირუსის წინააღმდეგ განათლების სფეროს მუშაკების 80%-ზე მეტია აცრილი.

„თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ამ სფეროში დასაქმებული უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. განათლების სფეროს აუცრელი თანამშრომლები არ დაიშვებიან სასწავლო დაწესებულებებში. ყველა სასწავლო დაწესებულების თანამშრომელმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ვაქცინაციის პროცესში საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობის გამო“, – აცხადებს აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო.

მათივე ცნობით, განათლების სფეროში დასაქმებულები იყვენენ ერთ-ერთი პირველები მათ შორის, ვინც მიმდინარე წლის იანვრიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეძლეს. მათ, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აცრა არ შეუძლიათ, სასწავლო დაწსებულებებში შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვებათ.

ახალი სასწავლო წელი 22 სექტემბერს იწყება. გუშინ, 9 სექტემბერს, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 2254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 49 318 აქტიური შემთხვევა იყო. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, გუშინდელი მონაცმებით, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 59 268 ადამიანმა ჩაიტარა. სრულად აცრილია 2 987 966 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]