weather cur horoscope tv
ოქტომბერი 18, 2021

იალბუზზე 5 ადამიანი დაიღუპა

10:54 პარასკევი, 24 სექტემბერი 2021 hits 805

ყაბარდო-ბალყარეთში, მწვერვალ იალბუზზე ასვლისას 5 რუსი ტურისტი დაიღუპა, მაშველებმა 14-ის გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტრაგედია გასულ ღამეს, 5400 მეტრის სიმაღლეზე მოხდა (მწვერვალის სიმაღლე 5642 მეტრია). 19-კაციანი ჯგუფი ქარბუქში მოჰყვა. მათ მაშველები გამოიძახეს, თუმცა ქარის, ყინვისა და ცუდი ხილვადობის გამო სამაშველო ოპერაცია გართულდა. სამძებრო სამუშაოები და ევაკუაცია დაახლოებით 7 საათი მიმდინარეობდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, 19 ადამიანიდან თითქმის ყველა არაპროფესიონალი მთამსვლელი იყო. გადარჩენილების უმრავლესობა ჰოსპიტალიზებულია. მათ სხეულის ნაწილების მოყინულობა და სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]