weather cur horoscope tv
ივნისი 04, 2020

გროზნოში „მუსლიმთა გენოციდის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა

22:34 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017 hits 2322

მიანმარში როჰინჯას მუსლიმების დევნა ჩეჩნეთში  აქციით გააპროტესტეს. „კავკაზ.რეალიის“ ინფორმაციით, გროზნოს ცენტრალურ მოედანზე 150 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა კი განაცხადა, რომ აქციაზე მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელზე მიმართვა მოამზადეს და „რახინის გენოციდის“ შეწყვეტა სთხოვეს.

რამზან კადიროვმა „მუსლიმების გენოციდთან“ დაკავშირებით კომენტარი  გააკეთა და მიანმარში მცხოვრებ მუსლიმებს მიმართა.

„ჩვენ თქვენგან შორს ვართ, მაგრამ  ჩვენი გულები თქვენთანაა. ვხედავთ თქვენს ტანჯვას, გულით ვგრძნობთ თქვენს ტკივილს. ამის შესახებ დღეს მთელ მსოფლიოს განვუცხადეთ. ერთ მილიონზე მეტი ადამიანი შიკრიბა მოედანზე, მეჩეთ „ჩეჩნეთის გულის“ წინ და მიმდებარე გამზირებზე, რათა მონაწილეობა მიეღო საპროტესტო მიტინგში რახინის გენოციდის წინააღმდეგ“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.

„კავკაზ.რეალიი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხალხს აქციაზე დასწრება მოსთხოვეს.

გუშინ, 3 აგვისტოს მუსლიმებმა არასანქცირებული აქცია გამართეს მოსკოვშიც, მიანმარის საელჩოს წინ. „თუ ხელისუფლება ამ პრობლემას არ გადაწყვეტს, ალაჰს ვფიცავართ, ჯიჰადს დავიწყებთ“, - განაცხადეს აქციაზე, რომელიც შეძახილების „ალაჰუ აქბარ“ (დიდება ალაჰს) ფონზე მიმდინარეობდა.

მიანმარში, სადაც უმრავლესობას ბუდისტები წარმოადგენენ, უმცირესობაში მყოფი როჰინჯას მუსლიმები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იდევნებიან. ბოლო პერიოდში რახინის შტატში პოლიციას, ჯარსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა.

გაეროს მონაცემებით, 2017 წელს მეზობელ ბანგლადეშს თავი მიანმარიდან დევნილმა 58 ათასმა მუსლიმმა შეაფარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]