weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კადიროვის გადაყენების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას უკვე 110 000-მდე ხელმოწერა აქვს

13:06 სამშაბათი, 08 თებერვალი 2022

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის გადაყენების მოთხოვნით Change.org-ზე განთავსებულმა ელექტრონულმა პეტიციამ დღე-ღამეში 100 000-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა. პეტიცია ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა შექმნა და ამ დროისთვის, მას უკვე 109 657 ხელმოწერა აქვს.

პეტიციის ტექსტში ნათქვამია, რომ მმართველობის 15-წლიან პერიოდში, კადიროვმა ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ცალკე სახელმწიფოდ აქცია, რომელსაც თავისი წესები აქვს და სადაც რუსული კანონები არ მოქმედებს. 

„კადიროვმა ჩეჩნეთში შექმნა რეგიონალური არმია, რომელიც პირადად მისი ერთგულია. მან გასცა საჯარო ბრძანება, ესროლონ ძალოვანებს, რომლებიც რუსეთის სხვა რეგიონებიდან არიან და მის ტერიტორიაზე ჩეჩნეთის ხელისუფლების ნებართვის გარეშე მოქმედებენ. 

კადიროვი, მისი უახლოესი გარემოცვა, ადგილობრივი თანამდებობის პირები საჯაროდ ემუქრებიან ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს, მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს. ისინი თავიანთ რიტორიკაში „სისხლის აღებას“ ახსენებენ და ოპონენტებს თავების მოკვეთას ჰპირდებიან.

კადიროვი საჯაროდ აღიარებს, რომ ვერ შეძლო რესპუბლიკის ეკონომიკური პრობლემების მოგვარება. მისი თქმით, ფედერალური სუბსიდიების გარეშე ჩეჩნეთი „სამი თვეც არ გაძლებს“.

ცხადია, რამზან კადიროვი არ შეეფერება თანამდებობას და არ შეიძლება იყოს სახელმწიფო მოხელე. მოვითხოვთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს განკარგულებას ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ“, – ნათქვამია ილია იაშინის მიერ შედგენილ პეტიციის ტექსტში.

რამზან კადიროვი პეტიციას ჯერ არ გამოხმაურებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]