weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2024

კადიროვის ინფორმაციით, უკრაინაში 2 ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა

12:17 სამშაბათი, 01 მარტი 2022

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს ორი ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა, დამატებით ექვსმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

„დიახ, ომში კლავენ. ეს მათი პროფესიული არჩევანი იყო. ამ მიჭებმა გადაწყვიტეს, გმირები გამხდარიყვნენ, სიცოცხლე შესწირეს ორი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მათ ჰქონდათ ბრძანება - შეემცირებინათ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგი და ეს შეასრულეს“, – წერს კადიროვი Telegram არხზე.

ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ საჭიროა უკრაინაში „ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე გასასვლა ნაცისტებისა და ტერორისტების გასანადგურებლად და ქალაქების გასათავისუფლებლად“.

კადიროვი უკრაინელებსაც მიმართავს: 

„მე, როგორც სამხედრო ექსპერტი, როგორც ადამიანი, რომელსაც უნახავს და გადაუტანია საინფორმაციო და საველე ომები, გთხოვთ, უკრაინელები, მოგვისმინეთ და გახდით თქვენი ქვეყნის პატრონები, უკუაგდეთ ევროპული პროპაგანდის მიმდევრები. მხოლოდ ასე ავიცილებთ მსხვერპლს.

სხვათა შორის, რაც შეეხება მსხვერპლს, უკვე არის დანაკარგები ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებში. ორი დაიღუპა, კიდევ ექვსი დაშავდა სხვადასხვა ხარისხით “, – განაცხადა კადირტოვმა.

რუსეთმა უკრაინაში ომი, რასაც ვლადიმერ პუტინი „სამხედრო სპეცოპერაციას“ უწოდებს, 24 თებერვალს დაიწყო. ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას დაღუპული სამხედროების შესახებ არ ავრცელებს. უწყებამ ომის მეოთხე დღეს მხოლოდ ზარალის არსებობა დაადასტურა, თუმცა დაღუპულთა რიცხვი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაზე ბევრად ნაკლები დანაკარგი აქვს.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, დღეს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 5710 სამხედრო მოსამსახურეა. ომის დაწყების შემდეგ ტყვედ არის აყვანილი 200 რუსი ჯარისკაცი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]