weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ერევნის ყოფილი მერი ვააგნ ხაჩატრიანი სომხეთის V პრეზიდენტად აირჩიეს

16:51 ხუთშაბათი, 03 მარტი 2022

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ, მეხუთე პრეზიდენტად ვააგნ ხაჩატრიანი აირჩია. მისი კანდიდატურა მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმება“ ფრაქციამ დააყენა. ის ერთადერთი კანდიდატი იყო. 

არჩევნებს ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც მეხუთე პრეზიდენტი მხოლოდ მეორე მცდელობაზე აირჩიეს. გუშინ, არჩევნების პირველ ტურში 69-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და 69-ვემ ხაჩატრიანს დაუჭირა მხარი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველ ტურში პრეზიდენტის ასარჩევად სულ მცირე 81 ხმაა საჭირო, მმართველ ფრაქციას კი მხოლოდ 71 მანდატი აქვს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტის ასარჩევად 65 ხმა საკმარისია და ასეთი მხარდაჭერის უზრუნველყოფა მმართველმა ფრაქციამ დღეს დამოუკიდებლადაც შეძლო. 

არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც იანვარში თანამდებობა მოულოდნელად დატოვა მეოთხე პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა.

62 წლის ვააგნ ხაჩატრიანი მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრია. 2021 წლის ოქტომბრიდან ის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის კაბინეტში ტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 1990-იან წლებში ხაჩატრიანი ერევნის მერი და პარლამენტის წევრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]