weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთი სომხეთის ბაზიდან უკრაინაში შენაერთების გადასროლას გეგმავს – უკრაინის გენშტაბი

23:25 პარასკევი, 18 მარტი 2022

რუსეთის ფედერაცია გეგმავს სომხეთში მდებარე საკუთარი სამხედრო ბაზიდან შენაერთები უკრაინაში საომრად გადაისროლოს. სააგენტო Unian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობა აგრძელებს საომარი მოქმედებებში მონაწილე ცალკეული ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენის მცდელობებს და სომხეთის 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე შენაერთის გადასროლას გეგმავს“, – აცხადებს უკრაინულო მხარე.

გენშტაბის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ რუსი სამხედროების ნაწილი უარს ამბობს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებთან შეტაკების შემდეგ ოკუპანტების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებით არის განპირობებული.

„სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული არმიის მე-20 მოტორიზებული ქვეითი დივიზიის მუდმივი განლაგების პუნქტში 130-მდე რუსმა სამხედრომ უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე. მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, გახშირდა თვითმკვლელობისა და თვითდაზიანებების შემთხვევები“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

გენშტაბის ცნობით, დაგეგმილია რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ჯარების 45-ე სპეციალური დანიშნულების ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ ვადიმ პანკოვის გადაყენება. უკრაინის ინფორმაციით, რუს პოლკოვნიკს გოსტომელის აეროდრომზე საბრძოლო დავალების შეუსრულებლობას ედავებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]