weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსახლეობას ნოვრუზის დღესასწაული ყარაბაღიდან მიულოცა

19:01 კვირა, 20 მარტი 2022

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ტერტერის რაიონის სოფელ სუქოვუშანს ეწვია, რომელიც აზერბაიჯანმა 2020 წლის 44-დღიანი ომის შედეგად დაიბრუნა. მან ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით კოცონი დაანთო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

„გაზაფხულის ამ მშვენიერ დღესასწაულს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ მიწებზე უკვე მეორედ ვზეიმობთ. დღეს ნოვრუზის კოცონი აქ - სუქოვუშანში, უძველეს აზერბაიჯანულ მხარეში დავანთე, შარშან კი ნოვრუზის დღესასწაული შუშაში აღვნიშნე. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ეს უკვე ტრადიციად იქცა და ნოვრუზ ბაირამს აქ, ჩვენს მშობლიურ ყარაბაღში ვზეიმობთ.

ბრძოლით, სისხლის ღვრით, შეჰიდთა სიცოცხლის ფასად, გავათავისუფლეთ მშობლიური მიწა სომხური ოკუპაციისგან და დავბრუნდით ყარაბაღში. ჩვენ უკვე დავსახლდით აქ, დავბრუნდით სამშობლოში. მთელ ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონში კეთილმოწყობის ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს, შენდება ქალაქები, შენდება სოფლები. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა იძულებით გადაადგილებული პირების მშობლიურ მიწებზე სწრაფად დაბრუნება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანელები სამუდამოდ დაბრუნდნენ ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში: „ამიერიდან ჩვენ სამუდამოდ აქ, ჩვენს ისტორიულ მიწებზე ვიცხოვრებთ“.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. ომში დაახლოებით 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი დაიღუპა, უფრო მეტი კი დაიჭრა. შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვან ნაწილსა და შვიდ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც წინა ომის შემდეგ სომხეთის ძალებს ეკავათ. მთიანი ყარაბაღის დანარჩენ ნაწილს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლება მართავს. იქვე პატრულირებენ რუსეთის მიერ შეყვანილი სამშვიდობო ძალები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]