weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

„კაცი ის კი არაა, ვინც ბრძოლა იცის, არამედ ის, ვინც ზუსტად იცის, ვინ არის მტერი“ – არესტოვიჩი

19:05 შაბათი, 26 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლებს მოუწოდა, ჩეჩნები „კადიროველებში“ არ აურიონ და შეურაცხყოფას არ მიაყენონ მათ.

ამ საკითხზე არესტოვიჩმა დღევანდელ მიმართვაში ისაუბრა:   

„მინდა გესაუბროთ „კადიროველებისთვის“ ღორის ტყავის სროლის, დამცინავად „ალაჰ აკბარ-ის“ ყვირილის, სალაში ვაზნების ჩაწობის და ა.შ. საფრთხეებზე. პირველ რიგში, თქვენ ამით შეურაცხყოფთ მსოფლიოს ყველა მუსლიმს; მეორე – შეურაცხყოფთ თქვენს თანამებრძოლებს, უკრაინის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მუსლიმებს, რომლებიც თქვენთან ერთად მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში, ებრძვიან რუსებს, მათ შორის ჩეჩნებსაც. ამიტომ, მოდით, განვასხვავოთ ჩეჩნები და „კადიროველები“ ​​და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ მუსლიმებს რელიგიური ნიშნით, რაც მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და წმინდაა მხოლოდ იმიტომ, რომ კადიროვის გაბრაზება გადავწყვიტეთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, „კადიროველებს“ ბრძოლის ველზე უნდა ებრძოლონ.

„მოგიყვანთ კავკასიურ ანდაზას, რომელიც, როგორც ამბობენ, ჩეჩნურია: „კაცი ის კი არ არის, ვინც ბრძოლა იცის, არამედ ის, ვინც ზუსტად იცის, ვინ არის მისი მტერი“.

მტერს აქვს კონკრეტული ნიშნები. მუსლიმები და „კადიროველები“ არ აურიოთ. ეს სრულიად სხვადასხვა რამეა. ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ძმებს. ნუ შეურაცხყოფთ მათ, ვინც გვეხმარება ფულით, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად. ნუ შეურაცხყოფთ მილიარდ-ნახევარ ადამიანს, რომელსაც ისლამი სწამს. არ არის საჭირო ამის გაკეთება. ამაზე დაფიქრდით. „კადიროველების“ თავის ადგილზე დაყენების სხვა ხერხებიც არსებობს და ჩვენ ამას მშვენივრად ვაკეთებთ“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

„კადიროველებს“ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის მებრძოლებს უწოდებენ. 25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ომის დაწყების მეორე დღეს, კადიროვმა განაცხადა, რომ 12 000 ჩეჩენი მებრძოლი უკრაინაში წასასვლელად პუტინის ბრძანებას ელოდა.

უკრაინის მხარეს 2014 წლიდან იბრძვიან ჩეჩნური ბატალიონები, მათ შორის, შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი, ასევე, ინგუშები და დაღესტნელები. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]