weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბაიდენის შეფასებით, გენოციდია ის, რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს

18:25 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები გენოციდად შეაფასა. მან ეს ჟურნალისტებს დღეს, აიოვას შტატში განუცხადა.

„დიახ, მე ამას ვუწოდე გენოციდი, რადგან სულ უფრო და უფრო ნათელი გახდა, რომ პუტინი უკრაინელობის იდეის განადგურებასაც კი ცდილობს.

მტკიცებულებები მატულობს. განსხვავებული მდგომარეობაა, ვიდრე ეს იყო გასულ კვირას, უფრო მეტი მტკიცებულებაა. რუსებმა უკრაინაში საშინელი რაღაცები გააკეთეს და ჩვენ უფრო და უფრო მეტს შევიტყობთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დონეზე, იურისტებს საშუალება ექნებათ, შეაფასონ, კვალიფიცირდება თუ არა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად.

„მაგრამ მე ნამდვილად მგონია, რომ ეს ასეა“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ შეფასებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბაიდენმა, როგორც ნამდვილმა ლიდერმა, სიმართლე თქვა.

„საგნებისთვის თავისი სახელის დარქმევა აუცილებელია იმისთვის, რომ ბოროტებას წინ აღვუდგეთ. ჩვენ მადლიერები ვართ აშშ-სი იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამ დრომდე აღმოგვიჩინა. სასწრაფოდ გვჭირდება მეტი იარაღი, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის შემდგომი სისასტიკე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]