weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კადიროვის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები „აზოვსტალს“ დღეს აიღებენ

10:39 ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანას, სადაც უკრაინელები არიან გამაგრებული, დღეს, 21 აპრილს აიღებენ.

„მინდა გაცნობოთ სასახარულო ამბავი - დღეს შუადღემდე, ან შუადღის შემდეგ „აზოვსტალი“ მთლიანად იქნება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ. ყველაფერი მზადაა, სტრატეგია მზადაა, მეომრები მზად არიან, ამას დრო სჭირდება და ეგ არის“, – ამბობს კადიროვი ვიდეომიმართვაში.

კადიროვი უკრაინელებს იარაღის დაყრას სთავაზობს და ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა „სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

„ლუგანსკსა და დონეცკში ხალხს აღარ აწამებენ. უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას აღარ მოკლავენ. აღარ იქნებიან ეს შაიტანები [ეშმაკები]. ადრე უნდა დანებებულიყავით. და მაინც ჩვენ, მეომრები ყველაზე კეთილი ადამიანები ვართ. თუ საჭიროდ ჩათვლით დილით იარაღის დაყრას, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, უმაღლესი მთავარსარდლის მეთაურობით, მიიღებს საუკეთესო, სწორ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის და „აზოვის“ პოლკის მებრძოლები იმყოფებიან. ეს ალყაში მოქცეული მარიუპოლის უკანასკნელი ადგილია, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები იცავენ და რომლის აღებაც რუსმა ოკუპანტებმა ვერ შეძლეს. როგორც უკრაინელები ამბობენ, „აზოვსტალის“ ტერიტორიას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს, მათ შორის ქალები და ბავშვები. იქ იმყოფებიან დაჭრილი და დაღუპული უკრაინელი მებრძოლებიც.

 

ამ თემაზე:

პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმის გაუქმების და მისი ბლოკირების ბრძანება გასცა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]