weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

სომხეთის პრემიერის კორტეჟის მანქანამ 28 წლის ორსული ქალი მოკლა

16:13 ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის კორტეჟის მანქანამ ერევანში 28 წლის ორსული ქალი, სონა მნაცაკანიანი იმსხვერპლა. News.am-ის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაზარალებულის დასახმარებლად არ გაჩერდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მოგვიანებით დააკავეს.

ტრაგიკული შემთხვევა 26 აპრილს, საღამოს მოხდა, როდესაც ფაშინიანი სამთავრობო აგარაკზე ბრუნდებოდა. გავრცელებული ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ ორსული ქალი გზას ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელით კვეთდა. საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ ოფიცერთა კორპუსის მეთაური, რომელიც საგზაო პოლიციის სამსახურს ახლდა, ​​„ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომობილით დაეჯახა ქალს. სონა მნაცაკანიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საათ-ნახევრიანი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ვერც ის გადარჩა და ვერც მისი შვილი.

მომხდარს თავად ნიკოლ ფაშინიანი საჯაროდ არ გამოხმაურებია, პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებაში, რომელიც ორსული ქალის დაღუპვიდან 24 საათში გაავრცელდა, აღნიშნულია, რომ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა დაღუპული ქალის მამას, მიუსამძიმრა და დაარწმუნა, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება. აპარატის უფროსის მოადგილემ, ტარონ ჩახოიანმა აღნიშნა, რომ ფაშინიანი კორტეჟის ერთ-ერთ მანქანაში იჯდა და შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100-150 მეტრში იმყოფებოდა. ჩახოიანის თქმით, პრემიერ-მინისტრმა „დავარდნილი ქალი“ შეამჩნია და სასწრაფოს გამოძახების დავალდება გასცა, ხოლო მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მას დაეჯახნენ, შესაბამისი მითითებები მისცა ჯანდაცვის მინისტრს და სამართალდამცავ უწყებებს.

სომხეთის ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]