weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კადიროვის ბიძაშვილი დელიმხანოვი მარიუპოლში სავარაუდოდ საველე მეთაურია

11:10 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის ბიძაშვილი ადამ დელიმხანოვი, სავარაუდოდ, მარიუპოლში საველე მეთაურის მოვალეობას ასრულებს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ათ კვირაზე მეტია ალყა აქვთ შემორტყმული მარიუპოლისთვის, უკრაინელების თავდადებული წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება“, – აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვა.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელების წინააღმდეგობის დასაძლევად რუსეთი მნიშვნელოვნად იყენებს დამხმარე ძალას, რაც ჩეჩნური ძალების განლაგებასაც მოიცავს. დაზვერვის მონაცემებით, რამდენიმე ათასი ჩეჩენი ძირითადად მარიუპოლისა და ლუგანსკის სექტორებშია კონცენტრირებული.

„ეს ძალები, სავარაუდოდ, შედგება როგორც ინდივიდუალური მოხალისეებისგან, ასევე ეროვნული გვარდიის ნაწილებისგან, რომლებიც ჩვეულებისამებრ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამაზან კადიროვის ხელისუფლებას იცავენ. კადიროვი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს მჭიდრო პირად ზედამხედველობას მათზე, ხოლო მისი ბიძაშვილი ადამ დელიმხანოვი, შესაძლოა, მარიუპოლში ჩეჩენი საველე მეთაურის როლს ასრულებს“, – აცხადებს დაზვერვა.

მათი შეფასებით, ასეთი განსხვავებული სამხედრო პერსონალის განლაგება აჩვენებს, რომ რუსეთს უკრაინაში რესურსების სერიოზული პრობლემა აქვს. გარდა ამისა, ეს სავარაუდოდ, ხელს უშლის ერთიან სარდლობას, რაც რუსეთის ოპერაციებს აფერხებს.

დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ადამ დელიმხანოვი, რომელიც 2007 წლიდან დუმის დეპუტატი და პარტია „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელია, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში მონაწილეობს.

26 აპრილს, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას „რუსეთის გმირის“ წოდებაც მიანიჭა ე.წ. სამხედრო სპეცოპერაციის დროს გამოჩენილი „მამაცობისა და გმირობის“ გამო.

რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 14 მარტს, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ადამ დელიმხანოვი „განზე არ გადგა“ და ბრძოლის ადგილზე ჩავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]