weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ჩეჩნეთში „პრიორიტეტად განისაზღვრა“

16:17 ოთხშაბათი, 01 ივნისი 2022

ჩეჩნეთის მთავრობაში კვლავ საუბრობენ საქართველოსთან დამკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე. როგორც რესპუბლიკის ეკონომიკური, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა, რუსტამ შაპტუკაევმა განაცხადა, რამზან კადიროვს ეს საკითხი პირადი კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

„ერთი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთლიანად რუსეთის ფედერაციაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გროზნო-შატოი-ითუმ-კალი-შატილის გზის მშენებლობას ჩეჩნეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ საკითხზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობამ არაერთხელ მიმართა ფედერალურ ცენტრს შესაბამისი წერილებით.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვს ეს საკითხი განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს. მისი დავალებით, იგი განსაზღვრულია, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრიორიტეტი.

დღემდე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობამ გასწია სამუშაო ამ საავტომობილო გზის მშენებლობის აუცილებლობის დასაბუთების ნაწილში, რომ ის ხელს შეუწყობს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო კვანძის გაფართოებას მასში ისეთი მსხვილი კვანძის ჩართვით, როგორიცაა ითუმ-კალი-შატილის მარშრუტი“, – განაცხადა შაპტუკაევმა.

„გროზნი-ინფორმის“ ცნობით, ჩეჩნეთის ეკონომიკური და ტერიტორიული განვითარების მინისტრმა თქვა, რომ ამ დროისთვის, მშენებლობის კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის. ამასთან, შაპტუკაევმა არც ის უწყებები დაასახელა, რომლებიც საავტომობილო გზის მშენებლობაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

ჩეჩნეთში მიაჩნიათ, რომ საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი კიდევ ერთი გზის მშენებლობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს სრულიად ახალ დონეზე აიყვანს, გააძლიერებს საერთაშორისო ურთიერთობებს და რუსეთიდან საქართველში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანსა და თურქეთში ტვირთების გადაზიდვისას სატრანსპორტო ხარჯებს შეამცირებს. გარდა ამისა, „გროზნი-ინფორმი“ წერს, რომ ავტომაგისტრალი ხელს შეუწყობს ვედუჩის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებას, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვაჭრობის ზრდას და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზრდის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ექსპორტის მოცულობასაც.

 

ამ თემაზე:

რა (არ) ვიცით საქართველო-ჩეჩნეთის გზაზე და როგორ აღმოჩნდა 1000 ჰექტარი რუსეთის კონტროლქვეშ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]