weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

უკრაინის რადას დეპუტატები იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვენ

20:55 სამშაბათი, 12 ივლისი 2022
ფოტოზე - ოლექსი გონჩარენკო ფოტოზე - ოლექსი გონჩარენკო

უკრაინის უმაღლესი რადას [პარლამენტის] დეპუტატებმა, ოლექსი გონჩარენკომ და მუსა მაგომედოვმა მოამზადეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებას ეხება.

დოკუმენტის ტექსტი ჯერ საჯარო არ არის, თუმცა გონჩარენკომ Facebook-ზე დაწერა, რატომ უნდა აღიაროს უკრაინამ იჩქერიის დამოუკიდებლობა:

„ჩეჩენი ხალხის დასამორჩილებლად კრემლმა აწარმოა ორი ომი, ჩაიდინა ძალადობრივი მკვლელობები, გენოციდი, დანიშნა თავისი მორჩილი რამზან კადიროვი, რომელიც აგრძელებს ტერორის პოლიტიკას. ორი ომის განმავლობაში რუსეთის მიერ მასობრივი დაბომბვის შედეგად ქალაქები არგუნი და გროზნო თითქმის მთლიანად განადგურდა (როგორიც მარიუპოლი, სევეროდონეცკი და უკრაინის ათობით სხვა ქალაქი), რაც ასევე მიზნად ისახავდა ამ ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას. იჩქერიის მეომრები ახლა უკვე უკრაინას ეხმარებიან რუსეთთან ომში ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რაც შეიძლება მალე მიიღონ ეს რეზოლუცია და შესთავაზონ უკრაინის პრეზიდენტს, აღიაროს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა. ასევე, მივმართოთ ევროკავშირს, აშშ-ს და სხვა ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას. იჩქერია უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი რუსეთისგან“, – წერს გონჩარენკო.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა და ჩეჩნეთსა და ინგუშეთს აერთიანებდა. იჩქერიის რუსეთისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 1 ნოემბერს ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა, რასაც რუსეთი ვერ შეეგუა და იჩქერია არ აღიარა. 1996 წელს რუსეთის მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმის შედეგად, იჩქერიის პირველი პრეზიდენტი დუდაევი დაიღუპა. პირველი ომის (1994-1996 წლები) შემდეგ, 1997 წელს, იჩქერიის პრეზიდენტად ასლან მასხადოვი აირჩიეს. იჩქერია ფაქტობრივად რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისშივე იქნა ლიკვიდირებული. 2000 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრორუსული დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად იჩქერიის ყოფილი უზენაესი მუფთი ახმედ კადიროვი დანიშნა. 2003 წელს უკვე ახალი კონსტიტუცია იქნა მიღებული, რომლითაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გამოცხადდა. იმავე წელს პრეზიდენტად ახმად კადიროვი აირჩიეს. ასლან მასხადოვი, რომელიც ფორმალურად იჩქერიის პრეზიდენტად რჩებოდა, 2005 წელს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს. თვითგამოცხადებული სახელმწიფოს მომდევნო ლიდერიც ლიკვიდირებული იქნა. 2007 წლის 6 ოქტომბერს იჩქერიის მეხუთე პრეზიდენტმა დოკუ უმაროვმა იჩქერიის გაუქმების და მის ნაცვლად კავკასიის ემირატის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა.

იჩქერიის მთავრობის ყოფილი წევრები ემიგრაციაში იმყოფებიან და რამზან კადიროვის რეჟიმის მოწინააღმდეგეები არიან. 

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ბევრი ჩეჩენი რუსებს ჩეჩნეთშიც ებრძოდა. 2014 წელს უკრაინაში ჩეჩნების ორი ბატალიონი შეიქმნა. იჩქერიისპირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი ლუგანსკის ოლქში განლაგდა, ხოლო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი – დონეცკში.

 

ამ თემაზე:

თითქოს ეს ისევ ჩვენს თავს ხდება, პუტინმა 300 000 ჩეჩენი მოკლა – ზაკაევი უკრაინაში ომზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]