weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანული გაზის იმპორტის გაზრდის საკითხზე ბაქოში ჩავა

12:24 ორშაბათი, 18 ივლისი 2022

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ენერგეტიკის სახითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონი დღეს ბაქოში ჩავლენ, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ევროპისთვის მეტი ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხს განიხილევენ.

„რუსეთის მიერ საკუთარი ენერგეტიკული მარაგების იარაღად გამოყენების პირობებში, ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია პრიორიტეტია ევროკავშირდისთვის“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 14 ივლისს ევოკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესთავაზა, ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის საკითხზე აზერბაიჯანთან ითანამშრომლონ და ამისთვის მხარი დაუჭირონ მილსადენის გაფართოებას.

კასპიის ზღვაში მოპოვებული ბუნებრვი აირი ევროპას სამხრეთის გაზის დერეფნით მიეწოდება, რომელიც საქართველოზეც გადის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი დერეფნის ბოლო მონაკვეთია და ის 2021 წლის დასაწყისში ამუშავდა. Reuters-ის ინფორმაციით, გასულ წელს მილსადენმა ევროპაში 8 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი აზერბაიჯანული გაზი შეიტანა. ევროკავშირში მოელიან, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოების საშუალებით, 2027 წლისთვის, ევროპის ქვეყნებისთვის წლიურად სულ მიცრე 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

2021 წელს, ევროკავშირმა ბუნებრივი აირის 40% რუსეთიდან შეიტანა. რუსული გაზის უმსხვილესი იმპორტიორები გერმანია და იტალია იყვნენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტს 2/3-ით შეამცირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]