weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

აზერბაიჯანიდან EU-ში გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

19:10 ორშაბათი, 18 ივლისი 2022

დღეს, 18 ივლისს, აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში მოაწერეს.

„დღევანდელი მემორანდუმი ერთგვარი საგზაო რუკაა მომავლისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი განვახორციელეთ, რაც აქამდე დავგეგმეთ, დარწმუნებული ვარ, დიდი მიღწევა გვექნება“, – განაცხადა ალიევმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი ენერგიის სანდო მომწოდებლებს მიმართავს და აზერბაიჯანი ერთ-ერთი მათგანია.

„დღევანდელი შეთანხმებით ჩვენ ვიღებ ვალდებულებას გავაფართოვოთ სამხრეთის გაზის დერეფანი, გავაორმაგოთ გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში. ეს კარგი ამბავია ამ ზამთრისთვის და შემდეგ გაზის მოწოდებისთვის“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

კასპიის ზღვაში მოპოვებული ბუნებრვი აირი ევროპას სამხრეთის გაზის დერეფნით მიეწოდება, რომელიც საქართველოზეც გადის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი დერეფნის ბოლო მონაკვეთია და ის 2021 წლის დასაწყისში ამუშავდა. გასულ წელს მილსადენმა ევროპაში 8 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი აზერბაიჯანული გაზი შეიტანა. ევროკავშირში მოელიან, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოების საშუალებით, 2027 წლისთვის, ევროპის ქვეყნებისთვის წლიურად სულ მიცრე 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

2021 წელს, ევროკავშირმა ბუნებრივი აირის 40% რუსეთიდან მიიღო. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტს 2/3-ით შეამცირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]