weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

NATO-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმას ვამუშავებთ, კიევის შემდეგ პოლონეთია – კადიროვი

23:38 სამშაბათი, 19 ივლისი 2022
კადიროვი და ალაუდინოვი კადიროვი და ალაუდინოვი

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციის საკითხზე მუშაობენ და პირველი ასეთი ქვეყანა პოლონეთი იქნება.

„გრანდიოზული გეგმებია. ჩვენ უკვე ვამუშავებთ NATO-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმას, კიევის აღების შემდეგ კი რიგში პირველი პოლონეთია“, – წერს კადიროვი Telegram-ზე.

კადიროვის თქმით, „მომავალ დავალებებზე“ ესაუბრა საკუთარ თანაშემწეს და სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ახმატის“ ლიდერს, აპტი ალაუდინოვს, რომელიც უკრაინიდან, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქიდან დაბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]