weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

19:13 ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2022

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა, არაიკ ჰარუთუნიანმა დღეიდან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ბოლო დღეებში რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე იქნა მიღებული.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა საკონტაქტო ხაზის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე თავდასხმისთვის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს, რის შედეგადაც ერთი სომეხი სამხედრო მოსამსახურე სასიკვდილოდ დაიჭრა, ხოლო სხვა რვამ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.

განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც. მათი ცნობით, 3 აგვისტოს, დილით, ლაჩინის რეგიონის მიმართულებით, აზერაზერბაიჯანის ჯარის პოზიციებს ცეცხლი „უკანონო სომხურმა ფორმირებებმა გაუხსნეს“, რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. სამინისტროს განცხადებით, მათმა ქვედანაყოფებმა „შესაბამისი ზომები მიიღეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]