weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2022

მხოლოდ ხალხის და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით წავალ – კადიროვი

16:20 სამშაბათი, 06 სექტემბერი 2022

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უვადო შვებულებაში გასვლაზე აღარ ფიქრობს და ახლა მმართველობის 27-წლიანი რეკორდის მოხსნა აქვს გადაწყვეტილი.

„ამ დღეებში აქტიურად განიხილავენ უვადო შვებულებასთან დაკავშირებით ჩემს განცხადებას. არის მსჯელობა, ანალიზი, პროგნოზები, ვარაუდები. მინდა განვმუხტო ატმოსფერო და მითქმა-მოთქმას წერტილი დავუსვა.

იმ დღეს შემთხვევით წავაწყდი პუბლიკაციას, სადაც ნათქვამი იყო, რომ თანამდებობას უკვე 15 წელია ვიკავებ და ამ მხრივ რეგიონების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე „ასაკოვანი“ ვარ. ვიფიქრე, რომ ეს ბევრი იყო და გადავწყვიტე, თქვენი აზრი გამეგო, მოგვიანებით გავარკვიე, რომ არც ისე „ასაკოვანი“ ვყოფილვარ - წინა რეკორდი, როგორც ირკვევა, 27 წელია.

ამიტომ ახლა ვამბობ, რომ გადავწყვიტე, მოქმედი რეკორდი მოვხსნა. ვნახოთ, იქნებ ამ მაჩვენებელს გადავაჭარბო“, – განაცხადა კადიროვმა.

როგორც ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, ახლა ყოველწლიური კუთვნილი შვებულებითაც კი არ ისარგებლებს.

„სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასე უბრალოდ წასვლის უფლება არ მაქვს. ხალხმა მე მანდო რეგიონის ხელმძღვანელობა და ამ ნდობის გამართლება ჩემი წმინდა მოვალეობაა.

წასვლა მხოლოდ ხალხის და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით შემიძლია. ამიტომ უვადო შვებულებაზე ლაპარაკი მომავლისთვის გადავდოთ. ახლა კუთვნილ ყოველწლიურ შვებულებასაც არ ავიღებ.

როგორც ადრე ვამბობდი, ამ საპასუხისმგებლო დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა დონბასში მსოფლიო სატანიზმს ებრძვის, შვებულებაში არ შეიძლება გადიოდეს არც რეგიონის ხელისუფლება, არც რომელიმე რანგის სამხედრო მოსამსახურე“, – განაცხადა რამზან კადიროვმა, რომელმაც სამი დღის წინ თქვა, რომ თანადებობაზე ყოფნა გაუგრძელდა და დროულად გადადგომაზე ფიქრობდა.

რამზან კადიროვი, რომელიც ხშირად თავს ვლადიმერ პუტინის ერთგულ ჯარისკაცს უწოდებს, 2007 წლიდან ჩეჩნეთის შეუცვლელი ლიდერია. ბოლო არჩევნები ერთი წლის წინ გაიმართა და ოფიციალური მონაცემებით, კადიროვმა ამომრჩეველთა ხმების 99.7% მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]