weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაიწყეს ორკვირიანი სამხედრო-საჰაერო სწავლება

14:59 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

აზერბაიჯანში დაიწყო ამ ქვეყნისა და თურქეთის ერთობლივი ორიკვირიანი სამხედრო-საჰაერო სწავლება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლებაში სახელად „არწივი 2017“, მონაწილეობას მიიღებს 30 სამხედრო თვითმფრინავი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო-საჰაერო სწავლება 18-დან 30 სექტემბრამდე გაგრძელდება და მას ითვალისწინებს ორი ქვეყნის ყოველწლიური სამხედრო თანამშრომლობის გეგმა.

 სწავლებაში ყურადღება გამახვილდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებზე, ხმელეთზე ობიექტების განადგურებასა და სხვა მანევრებზე.

აზერბაიჯანმა 18 სექტემბერს ასევე დაიწყო თავისი სამხედრო ძალების წვრთნა 15 ათასამდე ჯარისკაცის, 150 დაჯავშნული მანქანისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მონაწილეობით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]