weather cur horoscope tv
სექტემბერი 21, 2020

ინგუშეთის მთიან რეგიონებში იაკების გამრავლებას გეგმავენ

15:30 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017 hits 3778

ინგუშეთის მთავრობა 2017-2018 წლებში იაკების შეძენას და მთიან რეგიონებში გამრავლებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ინგუშეთში 200 სულ იაკს შეიყვანენ, მომავალ წელს კი 300-ს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფორუმ „ოქროს შემოდგომა 2017“-ის ფარგლებში მიაღწია შეთანხმებას ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან ადგილობრივი ჯიშის იაკების შეძენის თაობაზე, რომელსაც მთიან ზონაში, ჯეიხარის რაიონში გავამრავლებთ“, - განაცხადა მინისტრმა მუჰამედ გაგიევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ იაკების 3000 სულამდე გამრავლება იგეგმება.

იაკის სამშობლო ტიბეტია, სადაც გარეული იაკი ზღვის დონიდან 4500 მეტრ სიმაღლემდე ბინადრობს. საბჭოთა კავშირის დროს შინაური იაკი კავკასიაში, კერძოდ კი აზერბაიჯანში, დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში და კაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში გაავრცელეს. ამ ცხოველმა აკლიმატიზაცია ვერ გაიარა სომხეთში.

მაღლამთიან რეგიონებში იაკებს ტვირთის გადასატანად იყენებენ. ის მოვლას არ საჭიროებს და იძლევა კარგ რძეს, ხორცსა და ბეწვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]