weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რამზან კადიროვის თქმით, ის თანამდებობის დატოვებაზე ოცნებობს

02:00 ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებაზე ოცნებობს. რუსული ტელეარხის ეთერში მან უპასუხა კითხვას მზად არის თუ არა თანამდებობის დასატოვებლად.

"შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ოცნებაა. რეგიონის ხელმძღვანელობა და პასუხიმგებლობა ხალხზე, რესპუბლიკაზე უზენაესის წინაშე, სახელმწიფოს ხელმძღვანელობის წინაშე და ასევე ხალხის წინაშე - ძალიან რთულია", - აღნიშნა კადიროვმა.

მისი განმარტებით, ის არ დაღლილა, უბრალოდ მიაჩნია, რომ "დრო მოვიდა".

"ოდესღაც საჭირო იყვნენ ისეთები, როგორიც მე ვარ - საბრძოლველად და წესრიგის დამყარებისთვის. დღეს კი ჩვენთან წესრიგია, თაყვანისცემაა, საზოგადოებაში გაგებაა. პირველ რიგში, ჩვენ რუსეთის მოქალქეებად მიგვიჩნევენ. ჩემი აზრით, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ცვლილებების დროა".

რაც შეეხება მის მემკვიდრეს, ამაზე კადიროვმა განაცხადა, რომ მისი დასახელება სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პრეროგატივა და ხალხის გადაწყვეტილებაა.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რუსპუბლიკას 2007 წლიდან უდგას სათავეში. მას ხშირად აკავშირებენ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]