weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2022

რამზან კადიროვის ქალიშვილმა ჩეჩნეთში ქალის ეროტიკული საცვლების მაღაზია გახსნა

13:04 შაბათი, 09 დეკემბერი 2017 hits 5701

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის 18 წლის ქალიშვილმა, აიშათ კადიროვამ გროზნოს ცენტრში ქალის ეროტიკული საცვლების და ინტიმური აქსესუარების მაღაზია Lady A გახსნა. ამის შესახებ „ბი ბი სის“ რუსული სამსახური წერს.

მაღაზიის საზეიმო გახსნის შესახებ პოპულარულმა ჩეჩენმა ბლოგერებმა დაწერეს. მაღაზია ვიწრო წრეში რეკლამდება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ზოგიერთი ფოტო და ვიდეომასალა „ბი ბი სის“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წაიშალა.

მაღაზიაში ცნობილი ამერიკული და ევროპული, ქალის თეთრეულის ბრენდების პროდუქცია იყიდება. Lady A ქალებს მოუწოდებს, უფრო თამამები იყვნენ.

ჩეჩნეთში, სადაც სექსი ტაბუდადებული თემაა და რამზან კადიროვი ქალებს მოუწოდებს კონსერვატიულად მოიქცნენ, ასეთი მაღაზიის გახსნას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. როგორც „ბი ბი სი“-ს უთხრეს, უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ მაღაზია კადიროვის ქალიშვილს ეკუთვნის.

„ერთი მხრივ, რადგან ასეთი მაღაზია გახსნეს, ესე იგი მოთხოვნაც არსებობს. მეორე მხრივ კი ეს შეურაცხმყოფელია იმის გათვალისწინებით თუ როგორი ქალბატონების პროპაგანდა ხდება. ჩვენ ხომ გვასწავლიან როგორი უნდა იყოს ჩეჩენი ქალი, რას უნდა აკეთებდეს. ჩვენ ცხოვრებას გვასწავლიან, გვასწავლიან, რომ მორჩილები და დამჯერები უნდა ვიყოთ. თუ ჩეჩენი ქალები სექსუალურებიც უნდა იყვნენ, ჩნდება კითხვა. გამოდის, რომ კადიროვებს ჩვენთან ასეთი დამოკიდებულება აქვთ: ჩვენთვის ერთია, თქვენთვის მეორე. კარგი იქნებოდა თუ ჩამოყალიბდებოდნენ“, - უთხრა „ბი ბი სის“ ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

აიშათ კადიროვა ისლამური მოდის სახლ Firdaws-ს მმართველიც არის. ეს ბრენდი ქალის დახურულ ტანსაცმელს კერავს, რომელიც ტრადიციული ჩეჩნური ელემენტებით არის გაფორმებული. ერთ-ერთ ინტერვიუში აიშათმა მუსლიმური მოდა ასე დაახასიათა: „ტრადიციები, ელეგანტურობა და მოკრძალება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]