weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აზერბაიჯანში იმამებსა და მოლებს ხელფასი დაენიშნებათ

15:12 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017
ფოტოზე მუბარიზ გურბანლი ფოტოზე მუბარიზ გურბანლი

სასულიერო პირებს, რომლებიც აზერბაიჯანის მეჩეთებში მსახურობენ 2018 წლის თებერვლიდან ოფიციალური ხელფასი დაენიშნებათ. ყოველთვიურ გასამრჯელოს ისინი „მორალური ღირებულებების პროპაგანდის ფონდისგან“ მიიღებენ.

რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ მუბარიზ გურბანლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის ზუსტდება ხელფასის ოდენობა და ასევე, მიმღებ პირთა წრე.

ხელფასს კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს მიერ დანიშნული და ამ სამმართველოს მიერ წარდგენილი სასულიერო პირები მიიღებენ.

2018 წლის იანვრის ბოლომდე„მორალური ღირებულებების პროპაგანდის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის ვინაობადა სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა გახდება ცნობილი, რის შემდეგაც ფინანსური სახსრების გაცემა დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]