weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2021

აზერბაიჯანში „რადიო თავისუფლების“ საიტი დაბლოკეს

00:11 შაბათი, 13 მაისი 2017 hits 1725

ბაქოს სასამართლომ აზერბაიჯანში რამდენიმე დამოუკიდებელი მედიასაშუალების საიტის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის გარდა დაიბლოკა გაზეთ „აზადლიყის“, ინტერნეტ ტელევიზია „მეიდან ტი-ვის“, „ტურან ტი-ვის“ და „აზერბაიჯან საათის“ ვებგვერდებიც.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს განცხადების საფუძველზე მიიღო. სამინისტროს კი პროკურატურამ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული საიტები ორგანიზებას უკეთებენ მასობრივ არეულობას და დესტრუქციულ მოქმედებებს, რაც საზოგადოებრივი სტაბილურობის დარღვევისკენ არის მიმართული.

გარდა ამისა, აკრძალულ საიტებს ადანაშაულებენ რადიკალური რელიგიური ჯგუფების მხადაჭერასა და აკრძალული ინფორმაციის გავრცელებაში. ხელისუფლების განცხადებით, ეს მედია ორგანიზაციები ძირს უთხრიან სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათი საიტის დაბლოკვის გადაწყვეტილება მოჰყვა რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის მიერ საგამოძიებო რეპორტაჟის გამოქვეყნებას, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის და მასთან დაახლოებული წრის ეკონომიკურ საქმიანობას შეეხებოდა.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აზერბაიჯანში საიტები დაბლოკეს. ბოლო წლებში ქვეყანაში რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს. „საერთაშორისო ამნესტიის“ შეფასებით, აზერბაიჯანში ხშირია იმ ჟურნალისტების დაშინების, შევიწროვების და ძალადობის შემთხვევები, რომელთა რეპორტაჟებით ხელისუფლებაა გაკრიტიკებული.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ბოლოს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის თანახმადაც, სოციალურ ქსელებში სახელმწიფოს მეთაურის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]