weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2018 წლიდან ჩეჩნეთს საკუთარი სოციალური ქსელი ექნება - რამზან კადიროვი

17:11 შაბათი, 23 დეკემბერი 2017

ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის გვერდები სოციალურ ქსელ Instagram-სა და Facebook-ში 23 დეკემბრიდან დაბლოკილია. ერთ-ერთ ვერსიით, გვერდებზე წვდომა ამერიკულმა სოციალურმა ქსელებმა მას შემდეგ შეზღუდეს, რაც აშშ-მა კადიროვი ე.წ. "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა და მის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.

რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ის კმაყოფილია სოციალურ ქსელების და "თეთრ სახლში მათი მფარველების" გადაწყვეტილებით. უფრო მეტიც, კადიროვი ამბობს, რომ ამერიკული პლატფორმებისგან ჩამოშორებაზე დიდი ხანია თავადაც ფიქრობდა.

"მე თვითონაც დიდი ხნის წინ მომივიდა თავში აზრად ამ ქსელების დატოვება, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს უხერხული იქნებოდა მეგობრებისა და გამომწერების წინაშე, მათი რიცხვი კი Facebook-სა და Instagram-ში 4 მილიონს აღემატებოდა. ინტერესის გამო მივმართე Instagram-ის დახმარების სამსახურს, როცა ვნახე, რომ ჩემი გვერდი გაქრა, მაგრამ ამას პასუხი არ მოჰყოლია. მათ შეუძლიათ დაბლოკონ გვერდები, მაგრამ ვერც ისინი და ვერც მათი პატრონები ვერასდროს დაბლოკავენ რამზან კადიროვის სახელს.

სასიამოვნო სიახლეც მაქვს. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთში ტესტირების სტადიაშია ახალი სოციალური ქსელი Mylistory, რომელიც არაფრით ჩაუვარდება უცხოურ ქსელებს. ის ფუნქციონირებას ახლი წლიდან დაიწყებს ", - აცხადებს კადიროვი.

Instagram-ს უკვე გამოუცხადა ბოიკოტი ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა, მეტსახელად ლორდმა. "ვაუქმებ ჩემს "ექაუნთს" იქამდე, სანამ ჩემი ძვირფასი ძმის, რამზან კადიროვის გვერდი არ დაიბრუნებს თავის ღირსეულ პატრონს. მსოფლიო სატანამ აშშ-ის სახით კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი უსუსურობა", - განმარტა დაუდოვმა.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც კადიროვმა ამერიკულ სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდები თავადვე გააუქმა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ მისი გვერდი ასევე ამერიკულ ქსელში - Twitter-ში კვლავ აქტიურია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]