weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რამზან კადიროვმა „ღამის მგლების“ ლიდერი ახმად კადიროვის ორდენით დააჯილდოვა

02:55 კვირა, 21 იანვარი 2018

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რუსული მოტოკლუბის „ღამის მგლების“ ლიდერი ალექსანდრ ზალდასტანოვი, მეტსახელად „ქირურგი“, 55-ე იუბილეზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი - ახმად კადიროვის ორდენით დააჯილდოვა.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ორდენის გადაცემის შესახებ კადიროვმა ჩეჩნურ სოციალურ ქსელში Mylistory-ში დაწერა. მისი თქმით, ზალდასტანოვს ჯილდო სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა და ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა გადასცეს.

„ზალდასტანოვი პირველი მიდის იქ, სადაც რთულია მისვლა, სადაც საჭიროა საჯაროდ აზრის გამოთქმა და მამულისადმი ნამდვილი სიყვარულის დემონსტრირება. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ. ხანდახან, მოტოკლუბის წევრებთან ერთად, ჩეჩნეთის ქუჩებში ერთამენთს ვეჯიბრებით“, - ამბობს კადიროვი.

ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის ორდენი, მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ, 2004 წელს დაწესდა. ორდენით იმ პირებს აჯილდოვებენ, ვისაც ჩეჩნეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვთ. 60-გრამიანი ოქროს ნაკეთობა ძოწის, საფირონისა და ბრილიანტის თვლებით არის გაფორმებული.

„ღამის მგლები“ (Ночные волки) 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა. რამზან კადიროვი კი კლუბის წევრი 2014 წლიდანაა. კლუბი რუსეთის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია. თავად ზალდასტანოვს 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან ღირსების ორდენი აქვს მიღებული.

2017 წელს „ღამის მგლები“ საქართველოში შემოსვლას და 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოტორბოლის მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა საქართველოში არ შემოუშვეს. გასულ წელსვე, კლუბი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩავიდა, სადაც ალექსანდრ ზალდასტანოვმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მოტოციკლი აჩუქა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]