weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსული გაიწვია

00:04 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი გაიწვია. პრეზიდენტის განკარგულების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერ ტაჯი“ ავრცელებს.

ილჰამ ალიევმა კიდევ რამდენიმე დიპლომატს შეუწყვიტა უფლებამოსილება, მათ შორის რასიმ შამსედინ რზაევს, რომელიც აზერბაიჯანის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო საუდის არაბეთში, ამავე დროს ომანში, იემენში, ბაჰრეინში და აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენელი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

პრეზიდენტმა უკან გაიწვია აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ინდოეთში, ყატარში და იორდანიაში, ასევე აზერბაიჯანის გენერალური კონსული ქალაქ დუბაიში;

გადაწყვეტილების მიზეზი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განუმარტავთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]