weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სომხეთში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია ჩაიშალა

10:45 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

სომხეთში მიხეილ სააკაშვილის წიგნის სომხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია აღარ გაიმართება. წიგნი „ძალის გამოღვიძება“ მკითხველისთვის 7 თებერვალს, ეგიშ ჩერენცას სახლ-მუზეუმში უნდა წარედგინათ.

„კავკაზსკი უზელთან“ უფლებადამცველი არტურ საკუნცი ამბობს, რომ მისი აზრით, პრეზენტაცია არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკური მიზეზების გამო აღარ შედგება, რადგან ღონისძიებამ შესაძლოა რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვიოს.

„სერჟ სარგსიანმა რუსეთის ხელისუფლების არასაიმედო პარტნიორის იმიჯი შეიქმნა. რამდენადაც მას საპრეზიდენტო ვადა ეწურება და პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკავება აქვს განზრახული, კრემლს შეუძლია შეუქმნას სერიოზული დაბრკოლებები“, - ამბობს არტურ საკუნცი.

მწერალ ოლეგ პანფილოვისაც მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება პრეზენტაციის გაუქმების შესახებ, აბსოლუტურად პოლიტიკურია, რადაგნ მას სომხეთიდან რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდნენ და ჰკითხეს რჩევა წიგნის სომხურ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობდი, ამ წიგნთან დაკავშირებით ინტერესი არსებობს, რადგან სომხეთში არის ხალხი, რომელიც აქციებს აწყობს რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ და საქართველოში გატარებული რეფორმები მოსწონთ. ვფიქრობ, სომხეთის ხელისუფლებამ უბრალოდ აკრძალა ამ წიგნის პრეზენტაციის ჩატარება და ეს გარკვეულწილად ერევანში რუსეთის საელჩოს გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა ოლეგ პანფილოვმა „რუსთავი 2“-თან.

„ძალის გამოღვიძება“ სომხეთში 250-ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოსცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]