weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ერევნის მერიაში დეპუტატი მარინა ხაჩატრიანი ცემეს

19:12 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

სომხეთში, ერევნის მერიაში, უხუცესთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, საბჭოს წევრმა მამაკაცებმა დეპუტატი მარინა ხაჩატრიანი ცემეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიის წევრებმა დედაქალაქის მერისთვის ერთ-ერთი რაიონიდან მიტანილი კანალიზაციის წყლის გადაცემა მოისურვეს.

სომხური მედიის ინფორმაციით, პარტიის „გარგრის ქვეყანა“ წევრებმა საბჭოს სხდომაზე ერევნის ერთ-ერთი რაიონიდან, ნუბარაშენიდან ქილებით მიიტანეს კანალიზაციის წყალი. მათი თქმით, ნუბარაშენში მოსახლეობას გაუსაძლისი სუნის ატანა უწევს, კომუნალური სამსახურები კი დაკისრებულ ფუნქციებს არ ასრულებენ. პარტიის წევრებმა, მათ შორის მარინა ხაჩატრიანმა, პირბადეები გაიკეთეს და შეეცადნენ, რომ სითხე ერევნის მერისთვის, ტარონ მარკარიანისთვის გადაეცათ. ამ დროს მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრები და მერის დაცვის წარმომადგენლები ხელის შეშლის მიზნით მარინა ხაჩატრიანს გადაეღობნენ. სითხე მერის მაგიდის წინ დაიღვარა და მარკარიანი იძულებული გახდა ფეხზე ამდგარიყო. „ეს საჩუქარია ნუბარაშენიდან“ - განაცხადა მარინა ხაჩატრიანმა.

დაპირისპირება შესვენების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. რესპუბლიკური პარტიის წევრი მამაკაცები თავს დაესხნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მარინა ხაჩატრიანს. დაპირისპირების გამო სხდომა ჩაიშალა, ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]