weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აზერბაიჯანის მეჩეთებში მორწმუნეებს მოუწოდებენ ხმა ილჰამ ალიევს მისცენ

16:02 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018
ფოტოზე: შეიხულისლამ გაჯი ალახშუკურ ფაშაზადე ფოტოზე: შეიხულისლამ გაჯი ალახშუკურ ფაშაზადე

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ შეიხულისლამ გაჯი ალახშუკურ ფაშაზადემ აზერბაიჯანში იმამებს მითითება მისცა, რომ პარასკევის ლოცვის დროს ხალხს მოუწოდონ, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ილჰამ ალიევს მისცენ. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.  

სააგენტო „აპას“ ინფორმაციით, შეიხულისლამმა თქვა, რომ იმამების მიერ დავალების შესრულებას თვალს მიადევნებენ. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, ვინმეს ხმა მისცეს, ჩვენი ვალი რეალობის ხალხამდე მიტანაა. ამიტომ მინდა, რომ იმამებმა პარასკევის ლოცვებისას ეს გააკეთონ“, - ციტირებს  კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის კომენტარს სააგენტო „აპა“.

სამმართველოს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა გაჯი შახინ გასანლიმ აზერბაიჯანის მოსახლეობას „საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორი არჩევანის გაკეთებისკენ“ მოუწოდა. მისი თქმით, „ხალხს, ისე როგორც არასდროს, მართებს სწორი არჩევანის გაკეთება და სახელმწიფოს მეთაურისთვის, ილჰამ ალიევისთვის ხმის მიცემა სტაბილურობისა და ქვეყანაში მდგრადი განვითარების შენარჩუნების მიზნით“.

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილში ჩატარდება. მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი კვლავ ილჰამ ალიევია, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2003 წლიდან იკავებს. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პრეზიდენტს 7 წლის ვადით აირჩევენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას ილჰამ ალიევის გარდა, პრეზიდენტობის კიდევ 4 კანდიდატი ჰყავს დარეგისტრირებული: ანარ უმუდოვი (ადვოკატი, დამოუკიდებელი კანდიდატი); ფუაიდ ალიევი (ლიბერალ-დეოკრატიული პარტია); ზახიდ ორუჯი (მილი მეჯლისის წევრი) და თურალ აბასლი (ოფიციალურად არარეგისტრირებული „თეთრი პარტიის“ ლიდერი). ოპოზიციური პარტია „მუსავატის“ კანდიდატმა ისა გამბარმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. პარტიისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ალიევის გადაწყვეტილებით რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა და 17 ოქტომბრის ნაცვლად კენჭისყრა 11 აპრილს ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]