weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დაღესტანში მორწმუნეების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

10:29 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018
დაღესტანში მორწმუნეების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ფოტო © „რია ნოვოსტი“

დაღესტანში, ქალაქ ყიზლარში მორწმუნეებზე მომხდარ თავდასხმაზე, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას SITE Intelligence Group-ის ექსპერტები ავრცელებენ.

18 თებერვალს, ქალაქ ყიზლარში, როდესაც დიდი მარხვის დაწყების წინ ეკლესიაში ყველიერს აღნიშნავდნენ, 22 წლის ხალილ ხალილოვმა მორწმუნეებს ცეცხლი სანადირო თოფიდან გაუხსნა. შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი - ასაკოვანი ქალები, ოთხი დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოკლულია თავად თავდამსხმელი, რომელიც ადგილობრივი მკვიდრი იყო.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ეს 2018 წელს დაღესტანში მომხდარი პირველი თავდასხმაა, რომელზეც პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 2015 წლის შემდეგ 11 ასეთი შემთხვევა მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]