weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სომხეთში ახლადარჩეული პარლამენტი მუშაობას შეუდგა

16:37 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

დღეს სომხეთში ახლადარჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომა ჩატარდა. მე-6 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე ქვეყნის მთავრობა გადადგა. პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ბრძანების შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის წევრები უფლებამოსილების შერულებას პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის ფორმირებამდე გააგრძელებენ.

ეროვნული კრების პირველ სხდომაზე დეპუტატებს სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა და განაცხადა, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის საქმეში.

„ორი წლის წინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებას ვახორციელებდით, განვაცხადე, რომ ახლო მომავალში დადგებოდა გარდამტეხი მომენტი, რომელიც იქნებოდა როგორც პერსპექტიული, ისე საპასუხისმგებლო. გილოცავთ ამ დღის დადგომას. ახალი სახელმწიფო მოწყობის გზაზე პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმულია. საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზრდა პარლამენტის როლი. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე მუშაობა, რათა შემცირდეს სომხეთის საწინააღმდეგო რეზოლუციების რიცხვი, რომლებიც აზერბაიჯანის მეშვეობით მიიღება“, - განაცხადა სერჟ სარქისიანმა პარლამენტში გამოსვლისას.

სომხეთში მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ბოიკოტი საარჩევნო ბლოკმა „ელკ“ გამოუცხადა. გაერთიანების წევრები სხდომათა დარბაზში მხოლოდ მას შემდეგ შევიდნენ, რაც პრეზიდენტმა შენობა დატოვა.

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2 აპრილს ჩატარდა. კენჭისყრის შედეგებით მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ 58 მანდატი მოიპოვა, საარჩევნო ბლოკმა „წარუკიანი“ 31 მანდატი, ბლოკმა „ელკ“ - 9, ხოლო „დაშნაკცუთიუნმა“ - 7 მანდატი. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]