weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩეჩნეთში საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი განიხილება

16:29 შაბათი, 31 მარტი 2018

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი გუშინ მთავრობის თავმჯდომარეს აბუბაქრ ედელგერიევს შეხვდა და რუსეთის სივრცითი განვითარების სტრატეგიაში ჩეჩნეთის მონაწილეობის საკითხი განიხილა.

კადიროვთან შეხვედრაზე აბუბაქრ ედელგერიევმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ოთხი მასშტაბური პროექტია წარდგენილი, რომელთა განხორციელებისთვისაც ჩეჩნეთი მზად არის. მან მეოთხე პროექტად საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა და გამშვები პუნქტის მოწყობა დაასახელა.

„ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი შეიძლება გახდეს განაცხადი საქართველოსთან გზის მშენებლობის თაობაზე. აბუბაქრთან შეხვედრაზე სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თათბირზე ჩეჩნეთი დაასახელეს რეგიონად, რომელიც ყველაზე უკეთ არის მომზადებული რუსეთის სივრცითი განვითარების სტრატეგიაში ჩასართავად“, – აღნიშნავს რამზან კადიროვი.

რაც შეეხება დანარჩენ სამ პროექტს, აბუბაქრ ედელგერიევის განცხადებით, საუბარია ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, ასევე გროზნოს აეროპორტის მშენებლობის მეორე ეტაპისა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის „კავკაზის“ მშენებლობის დასრულებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]