weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ხმა ილჰამ ალიევს მისცა

15:15 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

აზერბაიჯანში დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პარტია „თანამედროვე მუსავატის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰაფიზ გაჯიევმა განაცხადა, რომ ხმა მოქმედ პრეზიდენტს და საკუთარ კონკურენტს, ილჰამ ალიევს მისცა.

„მეიდან ტვ“-ს ინფორმაციით, ჰაფიზ გაჯიევი პრეზიდენტობის კანდიდატი 2003, 2008 და 2013 წლებშიც იყო. ამასთან, მან 2013 წელსაც განაცხადა, რომ ხმა ილჰამ ალიევს მისცა.

დღეს გაჯიევმა კმაყოფილება გამოთქვა ამომრჩევლის აქტიურობის გამო: „მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ელემენტები ამომრჩევლებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ, ხალხმა ამას ყურადღება არ მიაქცია და ხმის მიცემაში მონაწილეობა ყველამ მიიღო. თითოეულმა ამომრჩეველმა თავისუფლად მისცა ხმა საკუთარ კანდიდატს“, – ციტირებს ჰაფიზ გაჯიევის კომენტარს „მეიდან ტვ“.

საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 8 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ილჰამ ალიევი პრეზიდენტის თანამდებობას 2003 წლიდან იკავებს. მეორე და მესამე ვადით ის 2008 და 2013 წლებში აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]