weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ეგზიტპოლი: აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი 86%-ით იმარჯვებს

22:37 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

აზერბაიჯანში, სადაც დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმარჯვებს. 

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, სხვადასხვა სოციოლოგიური კომპანიის მონაცემებით, ილჰამ ალიევმა ამომრჩეველთა ხმების 82-86 % მიიღო. არჩევნებზე აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სულ რვა კანდიდატი იღებს. ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არჩევნების რამდენიმე თვით ადრე დანიშვნით ხელისუფლებამ სხვა კანდიდატებს სრულყოფილი საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალა.

ილჰამ ალიევი ქვეყანას 2003 წლიდან მართავს. 2016 წელს აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 7 წლამდე გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]