weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

აზერბაიჯანში ილჰამ ალიევის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა

15:57 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018 hits 1255

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მილი მეჯლისში ილჰამ ალიევის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ფიცის დადების დროს ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს და ღირსეულად ემსახურება ხალხს.

კონსტიტიციის შემდეგ, ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო ფიცი წმინდა ყურანზეც დადო და განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული და სულიერი ღირებულებებისა და ტრადიციების ერთგული იქნება.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად მეოთხედ 11 აპრილს აირჩიეს. მან ამომრჩეველთა ხმების 86 % მიიღო და პრეზიდენტის თანამდებობა 7 წლის ვადით დაიკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]