weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

სომხეთის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

11:35 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 hits 1199
ფოტოზე - დაკავება სომხეთის მთავრობის შენობასთან ფოტოზე - დაკავება სომხეთის მთავრობის შენობასთან ფოტო © სპუტნიკი

ერევანში დღეს დილით პოლიციამ ძალა გამოიყენა და სომხეთის მთავრობის შენობის მესამე კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა. პოლიციამ 20 დემონსტრანტი დააკავა და შენობის შესასვლელზე კონტროლი დაამყარა.

აქციის მონაწილეებმა, ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერ ნიკოლ პაშინიანის ხელმძღვანელობით, პოლიციას მოუწოდეს, იარაღი ჩააბარონ და სერჟ სარგსიანის მმართველობის წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტს შეუერთდნენ.

რადიო თავისუფლების ადგილობრივი სამსახურის ინფორმაციით, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოუხდა პაშინიანსაც, თუმცა მას პარლამენტის სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს და არ დაუკავებიათ.

დღეს სომხეთში მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს, რომელსაც ახლადარჩეული მთავრობის მეთაური სერჟ სარგსიანი გაუძღვება. ამასთან დაკავშირებით დემონსტრატები მთავრობის შენობასთან დილიდან იკრიბებოდნენ. მთავრობის სხდომა რამდენიმე საათით გადადიდო და 11:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათზე გაიმართება.

სერჟ სარგსიანი მთავრობის მეთაურად პარლამენტმა ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ფონზე, 17 აპრილს აირჩია. 2008 წლიდან 2018 წლის მარტამდე სერჟ სარგსიანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ იგი ყველაზე მეტი ძალაუფლებით აღჭურვილ პირად დარჩა, რადგან 2015 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტი უფლებამოსილებების დიდი ნაწილის გარეშე დარჩა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]