weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

დაღესტანში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, ლიკვიდირებულია 9 პირი

23:21 შაბათი, 21 აპრილი 2018 hits 1406

21 აპრილს დაღესტანში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც ცხრა პირის ლიკვიდაცია მოხდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ქალაქ დერბენტში დივერსიულ-ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ.

„მიზანმიმართული ძებნის შედეგად ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ბანდიტების ორი ჯგუფი იქნა ნაპოვნი. სამართალდამცავების მოთხოვნას იარაღის დაყრისა და ჩაბარების თაობაზე, მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით უპასუხეს. სროლის შედეგად 9 ბანდიტის ლიკვიდაცია მოხდა“, - ნათქვამია ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის. მსუბუქად დაიჭრა სპეცრაზმის ერთი წევრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]