weather cur horoscope tv
მაისი 25, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო – სამხედროები, რომლებიც აქციას შეუერთდნენ, დაისჯებიან

15:07 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპროტესტო აქციაში სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მკაცრი ზომები იქნება მიღებული იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ვინც სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვეს და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

„სამშვიდობო ძალების ბრიგადის ერთი ჯგუფი უკანონოდ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა. ამ სამხედროების წინააღმდეგ, კანონის შესაბამისად, ყველაზე მკაცრი ზომები გატარდება, ვინაიდან კონსტიტუციით და კანონის შესაბამისად შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები შეზღუდულები არიან ნებისმიერ შეკრებებში მონაწილეობის უფლებებში“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

უწყების განმარტებით, აღნიშნული ქმედება ასევე განიხილება, როგორც უფლებამოსილების შეუსრულებლობა, რის თაობაზეც სამართალდამცავი ორგანოები ინფორმირებული არიან.

ერევანში საპროტესტო აქციები 13 აპრილიდან იმართება. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვენ. დღეს აქციას ათეულობით სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]