weather cur horoscope tv
მაისი 25, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ნიკოლ პაშინიანმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა

10:10 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა მხარდამჭერებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ და სამსახურებსა და სასწავლებლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, 2 მაისს, საღამოს პაშინიანმა განაცხადა, რომ „დღეს არ არსებობს პრობლემა, რომელიც მოედანზე უნდა გადაწყდეს“.

ნიკოლ პაშინიანის ამ გამოსვლას წინ უძღოდა ქვეყნის მმართველი რესპუბლიკური პარტიის განცხადება იმის თაობაზე, რომ მხარს დაუჭერენ პარლამენტის სხვა სამი ფრაქციის მიერ წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. ფრაქციები კი ამ თანამდებობაზე ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ 1-ლი მაისის სხდომაზე რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა პაშინიანის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

„სომხეთს 8 მაისს უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. რესპუბლიკური პარტია თავის კანდიდატს არ დაასახელებს და ამ თანამდებობაზე ასარჩევად მხარს დაუჭერს პარლამენტის ერთი მესამედის მიერ წამოყენებულ კანდიდატს“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელმა ვაგრამ ბაღდასარიანმა.

რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა - 58 დეპუტატი ჰყავს. 1-ელ მაისს, პრემიერ-მინისტრად  ნიკოლ პაშინიანის არჩევის წინააღმდეგ ხმა 53-მა დეპუტატმა მისცა, ოპოზიციის ლიდერს მხარი 45-მა დაუჭირა.

კენჭისყრის შედეგების შემდეგ სომხეთში ხალხმრავალი აქციები განახლდა. 2 მაისს პაშინიანის მომხრეებმა ტოტალური გაფიცვის დაწყება გამოაცხადეს. მათ ქუჩები და რკინიგზა გადაკეტეს, როგორც ერევანში, ასევე სხვა ქალაქებში. დაბლოკეს აეროპორტისკენ მიმავალი გზაც. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებს პაშინიანმა ავტომაგისტრალების გახსნისკენ მოუწოდა, რათა მის მხარდამჭერებს ერევნის ცენტრში მიტინგზე მისვლა შესძლებოდათ. იმავე დღეს ოპოზიციის ლიდერი ფრაქცია „წარუკიანის“ ხელმძღვანელს გაგიკ წარუკიანს შეხვდა, რომელიც პარლამენტში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას დაპირდა.

სომხეთში საპროტესტო აქციები ერთი თვეა გრძელდება. პროეტესტი მაშინ დაიწყო, როდესაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს, შემდეგ კი ამ თანამდებობაზე აირჩიეს. სერჟ სარგსიანმა აქციების ფონზე თანამდებობა რამდენიმე დღეში დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]