weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

System of a Down-ის სოლისტი სერჟ ტანკიანი სომხეთში ჩავიდა

23:11 ორშაბათი, 07 მაისი 2018

მსოფლიოში ცნობილი როკ-ჯგუფის System of a Down-ის სოლისტი სერჟ ტანკიანი დღეს ერევანში ჩავიდა, რითიც საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ნიკოლ პაშინიანის და ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

პაშინიანი და ტანკიანი ერთმანეთს აეროპორტში შეხვდნენ და რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც მიტინგი უნდა დაწყებულიყო. რადიო თავისუფლების ადგილობრივი სამსახურის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი მათ ყვავილებით, პურითა და მარილით, ტორტებითა და ფოიერვერკებით შეხვდა.

სერჟ ტანკიანმა ხალხს გამარჯვება მიულოცა და სიმღერა შეასრულა.

„თქვენ მთელი მსოფლიო გიყურებთ, როგორც მიზნის მიღწევის პოზიტიურ მაგალითს... ამ დღეზე ვოცნებობდი და ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვარ“, - განაცხადა ტანკიანმა.

8 მაისს, 12:00 საათზე სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს. ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანტიდატი - ნიკოლ პაშინიანი იყრის კენჭს. თანამდებობაზე ასარჩევად მას 53 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]