weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 50-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავეს

17:32 ოთხშაბათი, 18 იანვარი 2017 hits 1046

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრორუსმა ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ეს განცხადებები კადიროვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ დაკავებულები სირიაში მყოფი წარმოშობით ჩეჩენი მებრძოლების მიერ იმართებოდნენ.

„შაბათს დააკავეს განსაკუთრებით საშიში ტერორისტი ირმან დაცაევი, რომელმაც სოფელ გელდაგანში სპეცოპერაციის დროს გაქცევა მოახერხა. ის იძლევა ზუსტ ჩვენებას, ასახელებს გვარებს და იარაღის მიღების წყაროებს. ამავე ბანდიდან დაკავებული იქნა კიდევ ორი ტერორისტი, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის საზღვრების დატოვებას ცდილობდნენ. ამ მომენტისთვის ბანდიტური დაჯგუფება ნეიტრალიზებულია. ეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის დიდი მიღწევაა, რაშიც მათ აქტიურად დაეხმარა მოსახლეობა“, - აცხადებს რამზან კადიროვი.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა არასტაბილურია, რადგან უმუშევრობა და კორუფცია მზარდია, რაც ახალგაზრდებს ისლამის რადიკალური მიმდინარეობებისკენ უბიძგებს.

„ცნობილია, რომ ჩეჩნები სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვიან და რუსეთი შიშობს, რომ ისინი შესაძლოა უკან რუსეთზე თავდასხმებისთვის დაბრუნდებიან, რასაც უკვე დაიმუქრნენ კიდეც. კრემლი ამართლებს სირიაში მიმდინარე საჰაერო კამპანიას, რადგან, როგორც აცხადებენ, მათი მიზანი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაა,“ - წერს „როიტერი“.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]